15.10.2024
- Advertisement -spot_img

კობახიძე პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე – ეს არის არასარიოზული ინიციატივა – “ქართული ოცნება” მოუმზადებელ აქციას ემიჯნება

ქართული ოცნება 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის ინიციატივა “არასერიოზულია”.

“როცა შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება ბუნებრივია სერიოზული ხარვეზები რაოდენობის, ლოჯისტიკის და ა.შ. კუთხით. ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა”- თქვა კობახიძემ.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ “ვროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს”.

“აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე”- ამბობს კობახიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img