09.10.2024
- Advertisement -spot_img

კობახიძე ზელენსკის მიმართვაზე – ხელისუფლების წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება

კითხვაზე იქნება თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელი დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ეთერში მიმართვას მოუსმენენ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს – მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი იქ ვერ იქნება.

კობახიძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა უცვლელი რჩება.

როგორც მან აღნიშნა, ადგილი აქვს ერთიან, კოორდინირებული მოქმედებას იმისთვის, რომ უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა მოხდეს.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა, ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება, გასაგები მიზეზების გამო. უკრაინაში არის სამხედრო კონფლიქტი, შესაბამისად, კრიტიკაში ვერ და არ შევალთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი იქ ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი ჩვენი მხრიდან არის გულწრფელი, ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების, რომლებიც დღეს იქ იდგებიან, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივალთ. წყენაზე არ არის საუბარი, როდესაც არის ალოგიკური ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ ხომ ვერ ჩავეძიებით? რა მნიშვნელობა აქვს იქ არახამია, ადეიშვილი, სააკაშვილი თუ რა არის ამის მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს.

ეს არის ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და სამწუხაროდ, ამის ნაწილი იყო ის ალოგიკური მოქმედება, რომელიც განხორციელდა. არ მგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ამ განაცხადებისთვის, იქ არის გარკვეული ძალები, რომლებიც არიან კოორდინაციაში და ამის შედეგი იყო ის ალოგიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა. ვინ არიან ეს ადამიანები გვარებით, კარგად ვიცით. დღეს უკრაინა არის ომის მდგომარეობაში. ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ, ეს არის თანაგრძნობა და გვერდში დგომა უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ის პოზიცია, რომელიც იქნება ჩვენი მხრიდან ურყევი, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დამოკიდებული, რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img