28.09.2021
- Advertisement -spot_img

დღეიდან კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით “კომენდანტის საათი” 23 საათიდან დილის 5 საათის ნაცვლად 4 საათამდე იმოქმედებს.

კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაწესდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img