28.09.2021
- Advertisement -spot_img

კორეული ორგანიზაცია აფხაზებს თბილისის გვერდის ავლით ეხმარება

სეპარატისტული სააგენტოების ინფორმაციით, კორეულმა კომპანიამ ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსის ანტისხეულების ტესტები აჩუქა.

როგორც მედიით გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გარკვეული პერიოდით აფხაზეთშიც ცხოვრობდა..

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Global Honors Network ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით კოვიდ-19-ზე ანტისხეულების განსაზღვრის 500 ტესტი გადასცა. სოხუმი იმავე კომპანიისგან PCR ტესტების მიღებასაც ელის. ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები დახმარების მასშტაბის გაზრდის მიზნით.

კომპანია Global Honors Network-ის შესახებ ცნობ პირველად ქართულ მედიაში 2020 წლის მაისში გაჩნდა, როდესაც სამხრეთ კორეული გაზეთი The Korea Herald იტყობინებოდა, რომ ადგილობრივი კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა.

საქართველოს ელჩმა სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილმა მაშინ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ არასამეწარმეო ორგანიზაცია Global Honors Network-ი პატარა ორგანიზაციაა, რამდენიმე ადამიანით არის დაკომპლექტებული და „კავშირი აქვთ როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან“.


არ გამოტოვოთ:

Sourcecivil.ge
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img