საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 1 298 პირი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი 920;
- აჭარა – 178;
- იმერეთი – 700;
- ქვემო ქართლი – 191;
- შიდა ქართლი – 149;
- გურია – 86;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 315;
- კახეთი – 586;
- მცხეთა-მთიანეთი – 50;
- სამცხე-ჯავახეთი – 64;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.