28.11.2021
- Advertisement -spot_img

კორონავირუსის „დელტა“ შტამის ქვევარიანტი AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე “დელტა” ვარიანტი

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის ქვევარიანტს, AY.4.2-ს სწავლობს და შესაძლოა, ქვევარიანტი AY.4.2-ი უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში აღნიშნული ქვეხაზი უფრო გავრცელებული გახდა და არსებობს ადრეული მტკიცებულება, რომ მას დიდ ბრიტანეთში ზრდის უფრო მაღალი ტემპი შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს ჯერ კიდევ ვიღებთ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან არსებულ ვაქცინებს ნაკლებად ეფექტურს ხდის“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img