ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.66% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 801 864.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა – 152, იმერეთი – 686, ქვემო ქართლი – 222, შიდა ქართლი – 343, გურია – 108, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 208, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.