20.04.2024
- Advertisement -spot_img

კორონავირუსით ინფიცირების 5219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 907, ქვემო ქართლი – 375, შიდა ქართლი – 442, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 879, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img