27.07.2021
- Advertisement -spot_img

კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დილის მონაცემებით, ​კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნება.

კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდგინდა გუშინ. შესაბამისად, ჯამში 50-მდე აბიტურიენტია ინფიცირებული. გორგოძის თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.

„ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, – განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. 25-ივე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი დილის 08:00 საათზე ერთდროულად დაიწყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img