09.12.2021
- Advertisement -spot_img

კრამონი პოზნერზე: ყველა ვიცავთ წესებს, შოკში ვიყავი, სრულიად მიუღებელი იყო

“მე ძალიან დაბნეული ვიყავი, დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო.”-თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კომენტარში” .

მან გადაცემაში აღნიშნა , რომ საქართველო იყო ლიდერი, სამაგალითო ქვეყანა და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს.

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ და კომენდანტის საათი და სხვა აკრძალვები დაარღვიეს. ხმაურიანი პროტესტის ფონზე, მათ თბილისის დატოვება დილით მოუწიათ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img