23.04.2024
- Advertisement -spot_img

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ.

“ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა და მათ აინტერესებდათ თუ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, ასევე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ძალაუფლება ფაქტიურად არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან.“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img