20.04.2024
- Advertisement -spot_img

კრისტიან დანიელსონი-შეთანხმება ვერ შედგა. არც ერთმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

დანიელსონის თქმით, მან წარმოადგინა წინადადება გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს.

თუმცა, კრისტიან დანიელსონი განმარტავს, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამდებადობას და პასუხისმგებლობას. მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ახლა ეს იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა დანიელსონმა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, რომ უნდა ვთქვა, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო რაღაც ელემენტები, რომელზეც იყო მიღწეული თანხმობა, ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილებას. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კრისტიან დანიელსონის თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები.

„საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით  იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი“, – განაცხადა დანიელსონმა.

სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის პრეზიდენტ მიშელს მოახსენებს ყველაფერს, რაც ამ კვირაში ხდებოდა.

„სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, როდის იქნება ისინი გადადგმული. მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი, რამდენად ელოდებოდით რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსველობაში. არასამთავრბო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, ასევე მედიას ჰქონდა მაღალი დონე ამ პროცესის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდი, ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე ამ გზაზე“, – განაცხადა დანიელსონმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img