04.12.2021
- Advertisement -spot_img

კრისტიან დანიელსონი „ტვ პირველზე“ – ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში

„ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში მსგავს საკითხებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში“, – განაცხადა დანიელსონმა კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img