06.08.2021
- Advertisement -spot_img

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. 49 წლის კაცს ხერხემლის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც “ვებგაზეთს” “ნიუ ჰოსპიტალში” განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში სამი პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათგან ერთ-ერთი ბავშვია. “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმის განცხადებით, ორ ადამიანს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მათ შორის ერთ-ერთ არასრულწლოვანსაც.

„ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განმარტავენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე ავარია 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და „ნიუჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდა, გზად კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც მოიყოლა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img