20.04.2024
- Advertisement -spot_img

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრამვით „ნიუ ჰოსპიტალში“ აქედან ერთი გარდაიცვალა, 4 განაგრძობს მკურნალობას. ზოგის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმის. არასრულწლოვანს აღენიშნება მოტეხილობები“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანია გარდაცვლილი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ კრწანისში, „ნიუ ჰოსპიტალის“ მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და „ნიუჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდა, გზად კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც მოიყოლა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img