კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა ქვეშ მოიყოლა. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.