19.04.2024
- Advertisement -spot_img

კუბამ კორონავირუსის ვაქცინის „აბდალას“ კლინიკური ცდების დასკვნითი ეტაპი დაიწყო

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით კუბამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ხუთი ექსპერიმენტული ვაქცინიდან ორის კლინიკური ცდების დასკვნითი ეტაპი დაიწყო. ვაქცინების სახელწოდებაა  – „სობერანა 2“ და „აბდალა“.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მაისისთვის ექსპერიმენტული ვაქცინით ჰავანის თითქმის მთელი მოსახლეობის აცრას გეგმავს. როგორც კუბის ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ილეანა მორალესმა განაცხადა, შესაძლოა, ვაქცინები „აბდალა“ და „სობერანა 2“ საგანგებო მოხმარებისთვის ივნისში დაამტკიცონ.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის დასკვით ეტაპებს კუბა ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შექმნა. nbcnews-ის თანახმად, კუბამ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაში, მარტის თვეში დაიწყო თავისი ორი ვაქცინის, “სობერნა 2-ისა” და “აბდალას” გამოცდის ბოლო ფაზა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კუბაში აღრიცხულია კორონავირუსის 68 250 შემთხვევა, მათ შორის 401 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img