15.10.2024
- Advertisement -spot_img

კულება – გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომის საფასურს ჩვენ ვიხდით – ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა

გერმანიამ და საფრანგეთმა „სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვეს, როდესაც უკრაინას 2008 წელს ნატოში გაწევრიანების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა.

“ჩვენ რომ ნატოს წევრი ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა”, – დასძინა მან ამერიკულ ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომლებმაც უკუაგდეს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით“, – თქვა კულებამ.

”ეს არ არის გერმანია ან საფრანგეთი, რომელიც იხდის ამ შეცდომის საფასურს, ეს არის უკრაინა”, – აღნიშნა კულებამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img