19.04.2024
- Advertisement -spot_img

კულება – რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნუ იყიდიან უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს რუსეთისგან და ნუ გახდებიან რუსული დანაშაულების თანამონაწილეები.

როგორც კულება “ტვიტერზე” წერს, ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი.

“რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი”, – წერს კულება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img