24.11.2024

კულუმბეგოვი – უსიმპტომო კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ უსიმპტომო კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს. მისივე თქმით, წამყვანმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია.

„პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მათ გადამდებლობის უნარი და ეპიდემიოლოგიური საფრთხე 5 დღის შემდეგ პრაქტიკულად ეკარგებათ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია. ჩვენმა ქვეყანამაც, რაც შეიძლება სწრაფად და მყისიერად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img