კვების ობიექტებში და სოციალურ ღონისძიებებზე რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა
უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე. ე.წ. ასევე, დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.