20.04.2024
- Advertisement -spot_img

კვლევა – Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია

სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია.

კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ხოლო „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში მისი ეფექტურობა 93.7%-ს შეადგენს.

AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა კი „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, ხოლო „ალფა“ ვარიანტის წინააღმდეგ 74.5%-ით ეფექტურია.

23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img