29.03.2024
- Advertisement -spot_img

ლარის გაუფასურების ორი მიზეზი

26 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარი გახდა. სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.88 თეთრით გაუფასურდა შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9733 ლარი გახდა.

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ქართული ქართული ლარის ღირებულების შემცირებას ორ ფაქტორს უკავშირებს: თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნას.

„უკვე მეორე დღეა გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა, ჯერჯერობით ეს გაუფასურება კატასტროფული არ არის, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ ცუდზე.  მიზეზებზე დარწმუნებით საუბარი რთულია, თუმცა შეიძლება ეს იყოს თურქული ლირის ფაქტორი და მეორე, ზოგადად, გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები, რისი მიზეზიც თავის მხრივ არის ჩავარდნილი ვაქცინაცია. რამდენიმე კვირის წინ, როცა გადაწყდა, რომ ვაქცინაცია დაიწყებოდა, საქართველოში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ეკონომიკასთან დაკავშირებით და ეს მოლოდინები უკვე აღარ არის, რაც თავისთავად ვალუტაზე აისახება“, – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის უარყოფითი სცენარით, ვალუტა შეიძლება 10%-ით გაუფასურდეს და ეს უარყოფითი სცენარი ყველაზე ახლოს დგას რეალობასთან.

ეკონომიკის სკოლის დეკანი ფიქრობს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაგვიანებულია, თუმცა უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო.

„100 დღე უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრს თურმე, რომ 10 -წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოგვიდგინოს. 10 წლიანი გეგმა კი არა, ახლა ვართ კრიზისში. ახლა გვჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა ყველა ხაზი გადის ვაქინაციაზე. პირველი ეტაპი ჩავაგდეთ. ყველამ უნდა ვცადოთ, ვისაც რაციონალური აზროვნება გვაქვს, რომ ვაქცინაცია დავიწყოთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისედაც მცირე რაოდენობით შემოსული ვაქცინა ავითვისოთ“, – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

BM.GE მასალა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img