28.11.2021
- Advertisement -spot_img

ლაშა ბექაური – უნდა გავხდე რეკორდსმენი ძიუდოში – ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დღემდე არავის გაუკეთებია

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მომავალ კარიერაზე და გეგმებე საუბრისას ამბობს, რომ უნდა გახდეს რეკორდსმენი ძიუდოში, კერძოდ, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

“უნდა გავხდე რეკორდსმენი ძიუდოში – ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დღემდე არავის გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ რასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ზოგადად ცხოვრებაში, არ უნდა დაკარგოს ის, საიდანაც მოდის, არ დაავიწყდეს სად გაიზარდა, რა ხალხში. სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ, ეს ყველაზე მთავარი არის. სიცოცხლეშივე უნდა დავამარცხოთ სიკვდილი ჩვენი მიღწეული შედეგით, რომ დავტოვოთ ჩვენი სახელი, სიკვდილის შემდეგაც რომ იარსებოს ჩვენმა სახელმა“, – განაცხადა ბექაურმა ტელეკომპანია “იმედთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img