24.07.2021
- Advertisement -spot_img

ლაშა ბუღაძე – ძნელად წარმომიდგენია ვილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც კულტურასთან და ეთიკასთან სერიოზული პრობლემები აქვს

„განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ამ ხელისუფლების ლოგიკის ჟანრშია ეს, ამ ქალბატონის დანიშვნა კულტურის მინისტრად. საერთოდაც, ძნელად წარმომიდგენია სერიოზულად ვილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც კულტურისა და ეთიკის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს. საკმაოდ აგრესიულია, ტაქტზე ლაპარაკი ზედმეტია, უხეშია, უზრდელობის თვალსაზრისით განსაკუთრებულ ნიმუშებს აღწევს და არის გამოკვეთილად პარტიული და სუბიექტური. საერთოდ, ასეთ თანამდებობზე მიდიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა განიხილავდნენ სფეროს იმგვარად, რომ დაყოფილი იყოს ჩემიანებად და მტრებად, მაგრამ მგონი, ამიტომაც დანიშნეს ეს ქალი, რომ პოლარიზება გამძაფრდეს.

ვინც ბიუჯეტითაა დაკავშირებული კულტურის სამინისტროსთან კრიტიკას კი არა FACEBOOK-ზე დალაიქებასაც ვერ გაბედავს ვერაფრის, რაც ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავდეს. ამ მხრივ, თვითცენზურა იქნება. ეს ადამიანი იმ ისტერიკის გაგრძელება, რაც ამ ლეგიტიმაციადაკარგულ ხელისუფლებას ახასიათებს. ისეთივე კავშირშია წულუკიანი კულტურასთან, როგორც რომელიმე პიანისტი კავშირშია პარლამენტთან და დეპუტატია“ – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში  მწერალი ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img