20.04.2024
- Advertisement -spot_img

ლაშა ბუღაძე – ქართულმა ოცნებამ გამოქვაბულის ადამიანი გააღვიძა საკუთარ თავშიც და ბრბოშიც

მწერალი ლაშა ბუღაძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართულმა ოცნებამ გამოქვაბულის ადამიანი გააღვიძა საკუთარ თავშიც და ბრბოშიც. ბუღაძის თქმით, გამოქვაბულის ადამიანი ახალი პოლიტიკური რეალობაა.

“ქართულმა ოცნებამ გამოქვაბულის ადამიანი გააღვიძა საკუთარ თავშიც და ბრბოშიც – ყველაზე მდაბალ და პრიმიტიულ ინსტინქტებსაც რომ ვეღარ იმორჩილებენ: დარტყმა მოუნდება – დაგარტყამს, წართმევა მოუნდება – წაგართმევს, გათრევა – გაგათრევს…

გამოქვაბულის ადამიანი ახალი პოლიტიკური რეალობაა, მისი დამალვა ან უარყოფა უკვე შეუძლებელია – როგორც არ უნდა მალოს პარლამენტის ვითომ-შეწუხებულმა სპიკერმა თავისი ჭრელი ნასკებით კულტურის მინისტრი კულტურამდელი რეფლექსებით მოქმედებს: ნადავლი მოიპოვა და არ თმობს, თან თავისი ტომის ბელადის სახელს გაიძახის შელოცვასავით, გაუმარჯოსო…

ჩვენ კი აცრაზე ვჩივით. ვის რად უნდა აცრა გამოქვაბულში.” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img