08.12.2024

ლავროვი მოლაპარაკებებზე – ზელენსკის კვირაში შვიდი პარასკევი აქვს. მას შეუძლია ერთ დღეში რამდენჯერმე შეცვალოს პოზიცია

„კიევი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ზელენსკი მოლაპარაკებას აჭიანურებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ზელენსკის კვირაში შვიდი პარასკევი აქვს. მას შეუძლია ერთ დღეში რამდენჯერმე შეცვალოს პოზიცია. მე გავიგე, მან თქვა, რომ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე არ განვიხილავთ მოლაპარაკებებსო. პირველ რიგში, ისინი საბოტაჟს ახდენენ ამ მოლაპარაკებებზე, ისევე როგორც მინსკის შეთანხმებებზე 8 წლის განმავლობაში.

რუსეთი არ მოითხოვს ზელენსკის დანებებას. რუსეთი არ აპირებს დასავლეთის ქვეყნების ბარბაროსული ქცევების მოთმენას. ჩვენ 300 მილიარდი დოლარი მოგვპარეს. რუსეთის ფედერაცია არ არის მიბმული თარიღებთან და არ უბიძგებს თავის სამხედროებს, დაასრულონ „სპეციალური ოპერაცია“ 9 მაისამდე. მოსკოვს არ აქვს მიზანი შეცვალოს კიევის რეჟიმი, ამას მხოლოდ შეერთებული შტატები აკეთებს“, – განაცხადა ლავროვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img