ორი მოზარდი ლეღვის ნახარშით მიღებული საკმაოდ მძმე დამწვრობებით საავადმყოფოში მოათავსეს.
12 და 13 წლის ბავშვები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20%-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული და შესაბამის მკურნალობას გადიან.
“დამწვრობა გამოიწვია ლეღვის ფოთოლის ნახარშმა, რომელიც წაისვეს და შემდგომ მზეზე რუჯის მისაღებას გაჩერდნენ დიდხანს, მიახლოებით 20-20%-ი არის დაზიანება, გადიან შესაბამის მკურნალობას”. – ამბობს ექიმი.