04.10.2023
- Advertisement -spot_img

ლელა წურწუმია კლინიკაში გადაიყვანეს, ბათუმში გამართული სოლო კონცერტის შემდეგ კოვიდი დაუდასტურდა

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მომღერლის დაინფიცირების ფაქტი სააგენტოს კლინიკაში დაუდასტურეს.

სააგენტოს ცნობით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

„ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img