29.03.2024
- Advertisement -spot_img

„ლელო” – ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარლ მიშელის 5- პუნქტიან შეთანხმებას

„ლელო” განმარტავს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარლ მიშელის 5- პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან.

მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:

„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.”

აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, „ლელომ“, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო „ისეთი ზომები” რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოსაგვარებას. კერძოდ: თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.

ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს „ქართულმა ოცნება“ იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img