15.10.2024
- Advertisement -spot_img

“ლელო” ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

პარტია “ლელო” “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლა არის ის მთავარი პრობლემა, რაზეც ევროპელი ლიდერები საუბრობენ.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება და მმართველ გუნდს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შარლ მიშელის ხელშეკრულებას.

ხაზარაძის თქმით, ეს უპრეცედენტო შანსია, რომელიც ხელიდან გაშვებამაც შესაძლოა საქართველო კიდევ დიდხანს დატოვოს „პოლიტიკური გაურკვევლობის გზაზე“.

„19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაუბრუნდეს მიშელის ხელშეკრულებას. ეს ყველაზე ნათელი, პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლელო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასვე იყო ჩართული ამ შეთანხმების პროცესში, მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, რათა ხელისუფლება დაბრუნდეს ამ შეთანხმებაში.

ხაზარაძე ასევე აცხადებს, რომ დაიწყება კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთანაც.

„ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ დარჩენილ მოკლე დროში, გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ და შარლ მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით” – აცხადებს პარტიის ლიდერი.

ხაზარაძის თქმით, საქართველო ახლა იმ მიზნის მიღწევის, ევროინტეგრაციის მიჯნაზეა, რომლისკენაც ქართველი ხალხი დიდი ხანია ისწრაფვის.

ლელოს ლიდერი აცხადებს, რომ ყველა სახელისუფლებო თუ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ საგანგებო რეჟიმში უნდა იმუშაოს, რათა ქართველი ხალხის ეს არჩევანი რეალობად იქცეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img