20.04.2024
- Advertisement -spot_img

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 20 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები გარესამყაროს მოწყდა. დაზიანებულია გზები და ხიდები.

“27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ადიდდა მდინარეები. სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მწყობრიდან არის გამოსული, წყალტუბო, ლენტეხბი. ამ მომენტისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 3 თემი, დაახლოებით 20 სოფელი”.- ამბობს ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ტელეკომპანია “ფორმულასთან”  სატელეფონო საუბარში.

მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და მათთან სატელეფონო კომუნიკაცია არის. მერი ამბობს, რომ წაღებულია 3 ხიდი და რამდენიმეს საფრთხე ემუქრება. 

“დაწყებულია სამუშაოები, მუშაობს ტექნიკა. ცენტრალური გზების გარდა დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. წაღებულია ცენტრალური ხიდი და მასთან მისასვლელი გზის 70 მეტრიანი მონაკვეთი. ამის გამო მოდა იმ სოფლების იზოლირება”- ამბობს მერი და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არაა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img