28.09.2021
- Advertisement -spot_img

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თამარ კორძაია დოკუმენტზე ხელმოწერას და პარლამენტში ისე შესვლას აპირებს

წინასწარი პოზიცია ვიცით, რომ თამარ კორძაია აპირებს ხელმოწერას და შესვლას პარლამენტში ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ბუნებრივია, არ იყო ეს გადაწყვეტილება მარტივი მისაღები რადგან პარტიის შიგნით, ასევე საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, რომ ბოიკოტირება გაგრძელდეს, თუმცა, გამომდინარე იმ გარემობებიდან, რომელიც შექმნილია, პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი კომფორტის ზონა არ დაუტოვოს “ქართულ ოცნებას”, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ველზე, როგორიც არის პარლამენტი. იქნება ეს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია თუ ქუჩის პოლიტიკა, ყველგან გავაგრძელოთ “ქართული ოცნების” შევიწროება, რომ მივაღწიოთ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხელისუფლებიდან მათ ჩამოშორებას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, 6 – თვიანმა ბოიკოტმა მოიტანა ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მას შემდეგ, რაც 43 პროცენტს თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ დააგროვებს“.

„ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ექნება საშუალება, კონსტიტუციურად, არჩევნების გზით, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ეს უკვე მიღწევაა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img