15.10.2024
- Advertisement -spot_img

ლევან დავითაშვილი – ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.

როგორც დავითაშვილმა განმარტა, აღნიშნულ მაჩვენებელზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ინფორმაცია თავად შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი-დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს ზუსტად და შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის კოლეგებთან მთავრობის სხდომაზეც. ეს სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის. შს მინისტრმა ამის თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას. ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img