05.08.2021
- Advertisement -spot_img

ლევან დავითაშვილი ლისი-მუხათწყაროს მეწყერულ მონაკვეთზე – მძიმე სიტუაცია არ არის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „ძალიან მძიმე სიტუაცია არ არის“ და შესაძლებელია, გამაგრებთი სამუშაოების დაწყება.

მისი თქმით, მყისიერი რეაგირება მოხდა და კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, მეწყერის საფრთხეებს.

შესაბამისად, გამოვლინდა ახალი მეწყრული ტერიტორია, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პროტოკოლის შესაბამისად, მყისიერი რეაგირება მოხდა, შეჩერდა კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შექმნოდა საფრთხე. არ არის ეს ძალიან მძიმე სიტუაცია, როგორც მე მეუბნებიან, შესაძლებელია გამაგრებთი სამუშაოები, ექსპერტები მუშაობენ და სწავლობენ “,- განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ზურა რიკაძის თქმით, პირველადი დასკვნები ხვალ იქნება ცნობილი. პირველადი შეფასებით, მეწყერის გააქტიურების მიზეზი რთული გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img