24.04.2024
- Advertisement -spot_img

ლევან იოსელიანი – ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი, უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამნისტიის შესახებ არსებული ორი კანონპროექტი ერთ დოკუმენტად უნდა იქცეს და შეთანხმება ერთ დოკუმენტზე უნდა იქნა მიღწეული. იოსელიანის შეფასებით, თუ ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შეთანხმება არ მოხდება, ამას შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტების დარღვევაც მოჰყვება და „საბოლოო ჯამში, 6 – თვიანი წვალება წყალში ჩაიყრება“.

“ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი, რომელიც არის დაინიცირებული, უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით.

მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან არის ის, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან როგორ განხორციელდება შეთანხმება, რომელსაც მოეწერა ხელი. ცალსახად ითქვა, რომ შეთანხმება არის საქმის ნახევარი, მეორე ნახევარ არის მისი იმპლემენტაცია და იმდგავრად ასახვა კანონმდებლობაში, რომ მან რეალური შედეგები მოიტანოს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე საარჩევნო რეფორმის და პარლამენტში ოპოზიციის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ამნისტიის ეს ორი კანონპროექტი, რომელიც არის დაინიცირებული და გამოდის პირველი მოსმენით, უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას.

ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ ამ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით. თუ ჩვენ არ წავალთ ამ გზით, დავიწყებთ ამ შეთანხმების შესრულებას უკვე დარღვევით, რასაც მოჰყვება სხვა პუნქტების დარღვევაც და საბოლოო ჯამში, ეს 6 თვიანი წვალება, მედიაცია და ამხელა ჩართულობა ჩაიყრება წყალში. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამნისტიის კანონს და ყველამ დავთმოთ რაღაც, რომ საბოლოო ჯამში არ დავაზიანოთ ეს შეთანხმება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img