04.12.2021
- Advertisement -spot_img

ლევან იოსელიანი-არასამთავრობოების ნაწილი მომხრეა, ცესკო პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს

პარტია „მოქალაქეების“ წევრი და  ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება აუცილებლად მოხდება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოლაპარაკებისთვის ორივე მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

„იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, რადგან ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება. მგონი, ყველას აქვს გათვითცნობიერებული, რომ ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი დაძლეული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ. ამიტომ მგონია, რომ ორივე მხარე ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. თუნდაც ის, რომ ოპოზიციამ თავისი სამოქმედო გეგმა შეცვალა და ნაკლებად კონფრონტაციულია დღეს, ეს არის იმის ნიშანი, რომ რაღაც მზაობა არსებობს მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.

იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, რადგან ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეულ წესს უჭერს მხარს, პოლიტიკური პარტიების ინტერესია, შერეული წესი იყოს.  

„საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია, ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეული წესის მომხრეა. პოლიტიკური პარტიების ინტერესია, შერეული წესი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეული წესის მომხრეა

ოპტიმალური ვარიანტია შერჩეული – შერეული წესი, სადაც პროფესიული ნიშნითაც არიან წევრები და ასევე პარტიებსაც ეყოლებათ საკუთარი წევრები. ეს არის პარიტეტის საფუძველზე. თუ იქნება უკეთესი ვარიანტი, ჩვენი ამოცანაა, რომ უკეთესი კანონი მივიღოთ, მაგრამ ეს კანონი იყოს ყველასთვის მისაღები და ამ ცვლილებებმა არჩევნები უნდა გახადოს უკეთესი.

შესაბამისად, ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიების ინტერესი, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ უნდა ჰყავდეთ, პოლიტიკურ პარტიებს და მათი პოზიციაა მნიშვნელოვანი. სწორედ მათი პოზიციაა, რომ საკუთარი წევრები ჰყავდეთ და არა – წარმომადგენლები. ეს ჩანაწერი გაკეთებულია, ყველას ეყოლება წევრი და დაცული იქნება პარიტეტი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

განსხვავებულ შეფასებებს აკეთებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ვახუშტი მენამდე. მისი განცხადებით,  პრობლემები, რომელიც საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის დაკომპლექტების და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმების მიმართულებით არსებობდა, ვერ აღმოიფხვრა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, – ამის შესახებ მენამდემ ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დანანებით აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. ეს იყო ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. სამი მიმართულება იყო ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი – საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმები. სამივე ამ მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემები, რაც არსებობდა ადმინისტრაციის ნდობის მიმართულებით, სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოვლენის მიმართულებით, ვერ მიიღწა და ვერ აღმოიფხვრა შემოთავაზებული ცვლილებებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, სადაც გადაწყვეტილება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება, ანუ როდესაც იქნება გარანტია იმისა, რომ ვერცერთი მხარე შეთანხმების და კონსენსუსის გარეშე ვერ გადაქაჩავს ვერც ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და ვერც დაკომპლექტებულ ადმინისტრაციაში მათი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სამწუხაროდ, წარმოდგენილი პროექტი ამის შესაძლებლობას დიდწილად არ იძლევა“, – განაცხადა მენაბდემ.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ცესკო-ს ხელმძღვანელობა.

სხდომაზე ორგანიზაციების რეკომენდაციების წარდგენა და განხილვა მოხდება. ახალი საარჩევნო რეფორმის ინიცირება 8 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img