29.03.2024
- Advertisement -spot_img

ლევან იოსელიანი – ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, მაშინ მეც წავალ ბოიკოტში და დავისვენებ

“ბიუროზე „ნაციონალური მოძრაობამ“ შემოიტანა განცხადება, რომ ივლისი-აგვისტო ბოიკოტში მიდის. ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, რაც არასწორია – მაშინ მეც წავალ ბოიკოტში და დავისვენებ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ზოგადად, მედიასთან მიმართებაში და ისედაც, ბოიკოტი არ მიმაჩნია სწორად. ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, მათ შორის პარლამენტში. იქ პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ ბოიკოტს. ბიუროზე „ნაციონალური მოძრაობამ“ შემოიტანა განცხადება, რომ ივლისი-აგვისტო ბოიკოტში მიდის, რაც არასწორია. მაშინ მეც წავალ ბოიკოტში, დავისვენებ. შემდეგ სექტემბერში რატომ მთავრდება ეს ბოიკოტი?! ზოგადად, ბოიკოტი არის უკიდურესი ფორმა. როდესაც პარლამენტში ყველაფერი სცადე, ყველა რესურსის ამოწურე, ყველა ფორმატში მიიღე მონაწილეობა და ბოლოს თუ ვერაფერს გახდი, ეს უკვე, რეგლამენტის გათვალისწინებული უკიდურესი ფორმა. ჯერ ახლა შემოვიდნენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img