13.10.2024
- Advertisement -spot_img

ლევან იოსელიანი – პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეზეა, განსაკუთრებით კი, მედიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის არ მონაწილეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის პროცესი, არამედ არის ევროკავშირის მიერ დადგენილი დღის წესრიგი. ამიტომ, იოსელიანი იმ ოპოზიციას, რომელიც არ მონაწილეობს პროცესში ღიად აკრიტიკებს.

“მე არ მესმის და საჯაროდ ვაკრიტიკებ იმ ადამიანების, იმ დეპუტატებისა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც უარს აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროცესი ან ოპოზიციის პროცესი. ეს არის ევროკავშირის მიერ მოცემული დღის წესრიგი, სადაც პირდაპირ ჩაგვიწერეს, რომ ოპოზიცია უნდა მონაწილეობდეს და უნდა მონაწილეობდეს არასამთავრობო სექტორი. დღეს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი შეკრება, სადაც პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არის ყველა მხარეზე, განსაკუთრებით კი, ჩემი აზრით, მედიაზე. ჩემი მოსაზრება არის, რომ, როდესაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეძლებს განსხვავებულ პოლიტიკურ მედიაში თავისი აზრის წარმოჩენას, ოპოზიციურ მედიაში თუ ე.წ. სამთავრობო მედიაში, და ყველგან შედგება დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ეს ბუნებრივად შეამცირებს პოლარიზაციას. სადაც არის დებატები, საუბარი და რაღაც საკითხების განხილვა, შეუძლებელია, რომ განუწყვეტლივ იყოს მხოლოდ ჩხუბი და მუშტი-კრივი. ადამიანები რომ იწყებენ ლაპარაკს, რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდიან ხოლმე“, – განაცხადა იოსელიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img