05.08.2021
- Advertisement -spot_img

ლევან მურუსიძე – სასამართლო ძალიან არის შეწუხებული უსაფუძვლო თავდასხმებისგან, ამას კრიტიკა აღარ ჰქვია

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, სასამართლო ძალიან არის შეწუხებული უსაფუძვლო თავდასხმებისგან. დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს. მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის თქმით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

“სასამართლო კორპუსი ძალიან არის შეწუხებული იმ უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმებისგან, რომელიც ხორციელდება ზოგადად სასამართლო სისტემების მიმართ. ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, ეს არის პირდაპირ ლანძღვა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სასამართლო არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში. სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, მოქმედებს კანონის თანახმად. ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ როდესაც წარადგინა მოსამართლეები, დაარღვია კანონი”. – თქვა მურუსიძემ. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img