19.04.2024
- Advertisement -spot_img

ლევან ფერაძე – სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება

ბავშვთა ქირურგის ლევან ფერაძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება, რის გამოც ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. 

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სტატისტიკის წარმოება აზრს კარგავს. 

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მეტსაც გეტყვით, რომ სტატისტიკის წარმოებასაც საერთოდ აზრი აღარ აქვს. თუ ეს იქნება მასობრივი და მოიცავს 1-1,5 მლნ ადამიანს, გარკვეულწილად ჰოსპიტალურ სექტორს მაინც დააწვება და მზად ვართ ამისთვის თუ არა, არ ვიცი. 

ამასთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი დაწოლა იქნება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და რესურსი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი დავავადდებით საბოლოო ჯამში. ალბათ ერთეულები გადარჩებიან, 99%-ს შეგვხვდება „ომიკრონი“, – განაცხადა ლევან ფერაძემ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img