23.11.2024

ლევან რატიანი – ინდური შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, “დელტა” შტამის დროს ანუ ე.წ. ინდური შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

ლევან რატიანის განცხადებით, COVID-19-ის კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, “დელტა” შტამის სიმპტომები პირველივე დღიდან ვლინდება, რაც ხშირ შემთხვევაში ჰექტიური ცხელებით, 38 და მეტი ტემპერატურით გამოიხატება.

ლევან რატიანი ურჩევს მოსახლეობას, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის მქონე პირმა, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია.

“მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.

ჩვენ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული, მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში მოცირკულაციო კორონავირუსისაგან.

ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა.

პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, თუმცა ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტიური, ეს არის 38 გრადუსი და მეტი.

ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამს,” განაცხადა ლევან რატიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″თან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img