28.09.2021
- Advertisement -spot_img

ლევან რატიანი – ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს სიცრუეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან მის კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკაში გადმოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე და ის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა. 

“მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რომ რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას – რომ ქალბატონი მეგი, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, ის იყო სამწუხაროდ, მიცვალებული. ეს წარმოადგენს ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ  მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართალია ვერაფერი დააოკებს ამ ტკივილის გადალახვას, მაგრამ ღმერთმა გამძლეობა მისცეთ.

ქალბატონი მეგი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 19:45 საათზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას.

ასევე მინდა გითხრათ, რომ შემოყვანიდან რამდენიმე წუთში ჩემს მიერ და ქალბატონ ქეთის მიერ გასინჯული იყო პაციენტი. დაფიქსირდა, რომ იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მეგადოზებით, იმ პრეპარატებით რაც იძლევიან წნევის აწევას. რაც შეეხება შემოსვლისას არსებულ მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი. სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით, მყარი ვაზოპლეგიით. ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება”, – აღნიშნა ლევან რატიანმა. 

შეგახსენებთ, 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. მას შოკი დაემართა და სუნთქვა უჭირდა. შეუძლოდ მყოფი ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც ის მეორე დღეს გარდაიცვალა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img