08.12.2021
- Advertisement -spot_img

ლევან სურგულაძე – თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდება, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება

თუკი ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის დონე შენარჩუნდება, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება – ამის შესახებ საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე აცხადებს. 

“კონტრაქტების ნაწილის მიხედვით, რომლებიც ბანკებთან არის დადებული, საპენსიო ფონდის სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. მას კი ზრდიან როდესაც ინფლაციას ებრძვიან, მაგრამ ინფლაცია ბევრად მეტად გაიზარდა. 

მართალია, 2019 წლიდან ინფლაცია დაბალი იყო და საპენსიო სააგენტოს ამონაგები მაღალი გამოდიოდა, მაგრამ ბოლო კვარტალში მინუსში იყვნენ. თუ ასეთი ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება”. – აცხადებს ლევან სურგულაძე.

ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სისტემაში 1 166 737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო ფონდში ირიცხება. 

საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა ამჟამად 1.8 მილიარდ ლარს აღწევს. აქტივები რვა კომერციულ ბანკშია განთავსებული, წლიური საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი კი 11.15%-ს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა, სექტემბერში კი ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. 

თუკი საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, მაშინ საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელში აქტივების 100% ლარშია დენომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის კურსის მერყეობა, კერძოდ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნეგატიურად აისახება სააგენტოს წლიურ ამონაგებზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img