24.04.2024
- Advertisement -spot_img

ლევან ცუცქირიძე: “რაც ამ დილით მოხდა, არის ძალადობა კანონის უზენაესობის სახელით”

ლევან ცუცქირიძის პოსტი

რაც ამ დილით მოხდა, არის ძალადობა კანონის უზენაესობის სახელით. იმ პირობებში, როდესაც არც პოლიციაა დამოუკიდებელი, არც სასამართლო მიუკერძოებელი, ხოლო კანონი პოლიტიკური მიზანშეწონილობით გამოიყენება, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული სახელმწიფოს ქცევასთან. ქვეყნის დემოკრატია წლიდან წლამდე იფიტებოდა და სუსტდებოდა. რაც ამ დილით მოხდა, არის დიდი ნაბიჯი მისი საბოლოოდ გაუქმებისა და პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ უფრო გამძაფრებისკენ. ეს არის ბოლო, რაც ქვეყანას სჭირდებოდა და სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა.ასეთი პირობებიდან მოგვიწევს დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტის ხელახლა დაცვა და გამყარება, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიიდან ასი წლის შემდეგ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img