29.03.2024
- Advertisement -spot_img

ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა

ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა. ტელეკომპანია შეხვედრის ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მუდმივად პატრიოტულ თემებზე აპელირებით გამორჩეული ლევან ვასაძე, ალექსანდერ დუგინს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ხვდება და ვახშმობს.

არხის ცნობით, ვახშმის შესახებ ინფორმაცია მათ რესტორანშიც დაუდასტურეს.

 

ცნობისათვის, ალექსანდრ დუგინი “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერია. მისი პოლიტიკური საქმიანობის არსი ყოფილი რესპუბლიკების რუსეთთან ინტეგრირების ხარჯზე ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნაა. ასე დუგინი „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის“ – საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგების გამოსწორებას ცდილობს. 

2008 წლის ომის დროს დუგინი რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა. სხვა შემთხვევაში წინასწარმეტყველებდა ახალ ომს, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს. 

ლევან ვასაძემ, რომელიც წლებია პროპუტინურ და პრორუსულ აზრებს ტირაჟირებს და დისკრიმინაციული და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა, პოლიტიკაში მოსვლა 2021 წლის 6 მაისს დააანონსა. მან დააფუძნა პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედი”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img