20.04.2024
- Advertisement -spot_img

ლევან ვასაძის მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” 16 მაისს აქციას გამართავს

ლევან ვასაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში, აქციას გამართავს. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის ჩატარებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

,,ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს 16 მაისს ჩაატაროს საჯარო აქცია. აქციის ადგილად გვინდოდა პარლამენტის წინ, თუმცა იქ პერმანენტული კარვების ქალაქია გაშლილი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს „ნაცებმა“ და „ქოცებმა“. ხალხში ტყუილად არ არის გაჩენილი ტერმინი – ნაცქოცები და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს 10-15 კაცს, თუმცა ასობით თანამოაზრე გვყავს. ეს არიან პოლიტიკური ექსპერტები, იურისპუდენციის და ეკონომიკის ექსპერტები. დომხალში გაუსვრელი და პატიოსანი ხალხი, რომელთაც საქართველოში დიდი ავტორიტეტი აქვთ. ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მისივე განცხადებით, მათი გუნდის პოზიციია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img