29.03.2024
- Advertisement -spot_img

ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა. მისი თქმით, ვაქცინები განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

“სიტყვა შევასრულეთ – მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან”, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img