19.04.2024
- Advertisement -spot_img

ლიეტუვას პრეზიდენტი – ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს

თქვენი მიზანი, რომ 2024 წელს გააკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ლიეტუვა კვლავ რჩება საქართველოს მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„შეხვედრაზე პრეზიდენტს გადავეცი ლიეტუვის მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გუშინ ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მოვინახულე ადგილობირვი მოსახლეობა. ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ესაა თქვენი და ჩვენი გამოწვევა კვლავ. ლიეტუვა ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ მიაწვდის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროკავშირის ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მცდელობა, რომ უფრო ნაყოფიერი და ეფექტური დიალოგი იყოს. ჩავერთვებით ამ ინტერაქციაში, რომ ეს იყოს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ ქმედების გეგმა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ენერგიულად იღწვოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენი გზა არ იყო მარტივი, შედარებით უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში ამაზე ეჭვი არ იყო. ვხედავთ, ასეთ მონდომებას ქართველ ხალხშიც. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img