20.04.2024
- Advertisement -spot_img

ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან – ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია და სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერა, გაესაუბრა ადგილობრივებსაც.

როგორც ლიეტუას პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.

„მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებულები არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა.

ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე.

ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img